პოლიტიკა
თბილისი, 30 მაისი, საქინფორმი. ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი საქართველოში 11 ივნისს ჩამოვა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატოს საინფორმაციო ცენტრის
ხელმძღვანელმა თენგიზ გოგოტიშვილმა განუცხადა.მისი თქმით, აპატურაი საქართველოში ნატოს კვირეულს გახსნის, რომელიც 11-დან 16 ივნისამდე ჩატარდება. კვირეულის ფარგლებში საქართველოში ნატოს წევრი ქვეყნების ელჩების ჩამოსვლაც იგეგმება, რომელთა სიაც ამ დროისათვის ზუსტდება.
მისივე თქმით, აპატურაის ჩამოსვლა საინფორმაციო ცენტრში გამართულ ვიდეოხიდზე ნატოს გენერალური მდივნის ერთ-ერთმა მოადგილე კოლინდა გრაბარ კიპაროვიჩმა დაადასტურა. ვიდეოხიდს ნატოს თემით დაინტერესებული ქართველი სტუდენტები, ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოში ნატოს კვირეული 2007 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. კვირეულის ფარგლებში საქართველოს ქალაქებში საქართველო-ნატოს ურთიერთობის თემაზე ღონისძიებები და შეხვედრები იმართება. კვირეულში ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.