პოლიტიკა
თბილისი, 30 მაისი, საქინფორმი. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ლატვიაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო, რომლის ფარგლებში დაგეგმილია მოლაპარაკებები ლატვიის ხელმძღვანელობასთან.
29 მაისს მიხეილ სააკაშვილს მეუღლესთან ერთად რიგის სასახლეში მისმა ლატვიელმა კოლეგა ანდრის ბერჟინმა უმასპინძლა, რომლის დროსაც დაგეგმილი იყო შეხვედრები როგორც პირისპირ ფორმატში, ისე დელეგაციების თანხლებით.ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი სააკაშვილი, ასევე, შეხვდება ლატვიის პრემიერ-მინისტრ ვალდის დომბროვსკის და სეიმის თავმჯდომარე სოლვიტა აბოლტინას.
ამას გარდა, საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ლატვიის ბიზნესფორუმში და სიტყვით გამოვა ლატვიის უნივერსიტეტში.