სამართალი
სასამართლომ „მენეჯმენტ სერვისის“ ადმინისტრაციული საჩივარი არ დააკმაყოფილა

1menejment-samarT-2თბილისი, 30 მაისი, საქინფორმი. შპს „მენეჯმენტ სერვისის“ ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც ის კონტროლის პალატის მიერ დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას ითხოვდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

სასამართლო პროცესზე ადვოკატმა ეკა ბესელიამ მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი არაობიექტურობასა და მიკერძოებულობაში დაადანაშაულა, რის გამოც ამ უკანასკნელისაგან გაფრთხილება მიიღო.

მოსამართლემ საჩივრის დაუკმაყოფილებლობის მიზეზად მისი უსაფუძვლობა დაასახელა.

ადვოკატების განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება და საჭიროების შემთხვევაში საქმის განხილვა საერთაშორისო სასამართლოშიც გაიმართება.

ცნობისათვის: საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2012 წლის 14 მაისს „ქართული ოცნებისთვის“ უკანონო შემოწირულობების გაღების ბრალდებით, შპს „მენეჯმენტ სერვისი“ 4 766 200 ლარით დააჯარიმა. ეს სწორედ ის კომპანიაა, რომელსაც კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი სამი პოლიტიკური პარტიისთვის – „რესპუბლიკური პარტიის“, „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ეროვნული ფორუმისთვის“ საერთო ჯამში 60 ოფისი ჰქონდა მიქირავებული.