აქტუალური
უპასუხოდ დარჩენილი ნოტა...

1baza-aqtual-1თბილისი, 29 მაისი, საქინფორმი. ჭუბურხინჯში ახალი რუსული სამხედრო ბაზის გახსნაზე ქართულ მხარეს რეაგირების ერთადერთ მექანიზმად საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება რჩება.

როგორც ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, ოკუპირებული ტერიტორიების გაკონტროლება საერთაშორისო ძალითაც ვერ ხერხდება. არავისთვის არის უცხო, რომ იქ სამხედრო შეიარაღებაა და ამ შეიარაღების ზრდა მიმდინარეობს.

„სამწუხაროდ, ამაზე რეაგირება მხოლოდ იმით შეგვიძლია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება დაუყოვნებლივ მოვახდინოთ და მათ ვთხოვოთ, ყურად იღონ ეს და მსგავს ქმედებებს სიფრთხილით მოეკიდონ.

ამავე დროს, რუსეთს, შუამავალ შვეიცარიის მეშვეობით, რუტინულად საპროტესტო ნოტას ვუგზავნით, რომელიც ტრადიციულად, უპასუხოდ რჩება ხოლმე, რამდენადაც ხსენებული სამხედრო შეიარაღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე სწორედ მისი ინტერესია და მისი ხელდასხმით ხდება“, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.