საზოგადოება
თბილისი, 29 მაისი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნება“ მასშტაბური აქციების გამართვას გეგმავს ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და თელავში.
ამის შესახებ კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ქუთაისში აქცია 7 ივნისს გაიმართება. „დიდი ქალაქების გარდა, პატარა ქალაქებსა და სოფლებშიც ჩავალთ. რეგიონებში ისეთი მიუღებლობაა ხელისუფლების, როგორც დედაქალაქში. ხელისუფლება ხალხის დათრგუნვას იქ უფრო ახერხებს. ამას ჩვენ წამოვწევთ. ისინი ერთი ხუთზე მიდიან და ხალხის დაშინებას ასე ახერხებენ. იქაც შევქმნით მუხტს“, – განაცხადა ივანიშვილმა.