მილოცვა ქართველ ხალხს
26 მაისს საქართველოში დიდი ეროვნული დღესასწაულია. 1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალპარტიული, დემოკრატიული არჩევნების შედეგად არჩეულმა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს მოსახლეობის ნების თანახმად, რაც ერთსულოვნად იქნა გამოხატული 1991 წლის 31 მარტს ჩატარებულ რეფერენდუმზე, დაადგინა და საქვეყნოდ განაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე.
ჩვენი საზოგადოებრივი ორგანიზაციის სახელით გულითადად ვულოცავთ მთელ ქართველ ხალხს, საქართველოს ყველა მოქალაქეს ამ დიდ დღესასწაულს – სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს.
ჩვენ, ჯავახკის (სამცხე-ჯავახეთის მხარე) ძირძველი სომხური მოსახლეობის წარმომადგენლები, დარწმუნებული ვართ, რომ ისწრაფვის რა ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, საქართველო უზრუნველყოფს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ადამიანის, ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი ჯგუფების უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც ამას მოითხოვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება, ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო პაქტები და კონვენციები.
სულითა და გულით ვუსურვებთ მთელ ქართველ ხალხს, მუდამ ერთგულნი დარჩნენ კეთილმეზობლობის და მეგობრობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისა და მშვიდობიანად იცხოვრონ ყველა მეზობელთან.
მშვიდობას, თავისუფლებას, კეთილდღეობას და აყვავებას გისურვებთ!
გილოცავთ ყველა ქართველს და ერთიან საქართველოს!
გილოცავთ დამოუკიდებლობის და თავისუფლების დღეს!
ღმერთმა დალოცოს და ააყვავოს ჩვენი სამშობლო,
ყოველთვის დიდი გამარჯვებით გევლოს, ჩვენი საქართველო.
იხარე და იბედნიერე!
ბევრი ღირსეული შვილი გაგეზარდოს ამ ღვთის ნაჩუქარ მიწაზე.
კიდევ და კიდევ მრავალჟამიერ!
პატივისცემით,
რუსეთის ჯავახკის დიასპორა
რუსეთი, მაისი, 2012 წელი