აქტუალური
ჰილარი კლინტონი საქართველოს 5 ივნისს ეწვევა

1hillari-aqtual-2თბილისი, 28 მაისი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი  კავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოს 5 ივნისს ეწვევა. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

სახელმწიფო მდივანი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვა. კლინტონი 5 ივნისს ბათუმში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სესიას გახსნის.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჰილარი კლინტონი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ  მიხეილ სააკაშვილს, პოლიტიკოსების ფართო წრეს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

ჰილარი კლინტონი საქართველოდან 6 ივნისს აზერბაიჯანში გაემგზავრება. ბაქოდან კი  სახელმწიფო მინისტრი თურქეთში ჩავა, სადაც გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე დაგეგმილ მინისტერიალს დაესწრება.