საზოგადოება
თბილისი, 28 მაისი, საქინფორმი. პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის, „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელ ალექსი პეტრიაშვილის აზრით, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაში, სულ მცირე, 150 000 ადამიანი მონაწილეობდა.
როგორც პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იგი ამ ვარაუდს თავისი პოლიტიკური გამოცდილებიდან გამოთქვამს.„ხალხი იმყოფებოდა როგორც თავისუფლების მოედანზე, ისე მიმდებარე ქუჩებზე და ხალხის ნაკადი რუსთაველის გამზირზე სასტუმრო „თბილისი მარიოტამდე“ გრძელდებოდა“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
რესპუბლიკელ დავით უსუფაშვილის ვარაუდით კი, აქციაში დაახლოებით 200 000 ადამიანი მონაწილეობდა. თუმცა მან განაცხადა, რომ ამ ყველაფერს დათვლა ესაჭიროება. „არსებობს ვიდეოკადრები და ჩვენ ამ ყველაფრის კალკულაციას მოვახდენთ“, – განაცხადა მან.