სამართალი
მოხსენებაში საქართველოსთან მიმართებაში სამი ძირითადი საკითხია გამოყოფილი: პოლიციის მიერ დემონსტრაციების დარბევისას გადამეტებული ძალის გამოყენება; იძულებით გადადგილებულ პირთა გამოსახლებისას საერთაშორისო სტანდარტების დარღვევა; შემაშფოთებელი მდგომარეობა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასთან მიმართებაში. ანგარიშში საუბარია მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობაზეც.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ კიდევ ერთხელ აღნიშნავს ადამიანთა უფლებების კუთხით არსებულ საგანგაშო მდგომარეობას, განსაკუთრებით, სახელმწიფოს არაეფექტიან როლს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ უმრავლეს შემთხვევაში სახელმწიფო არ ასრულებს პოზიტიურ ვალდებულებას და ადამიანის უფლებათა დარღვევების შემთხვევაში არ ატარებს ეფექტიან გამოძიებას.