პოლიტიკა
თბილისი, 25 მაისი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მისი გუნდის ხელისუფლებში მოსვლა უფრო ადვილია, ვიდრე საქართველოს ტერიტორიების დაბრუნება.
მისი თქმით, საქართველოს საზღვრები რომ გახსნას, დღეს საქართველოში დარჩენილი მოსახლეობის დიდი ნაწილიც გაიქცევა ქვეყნიდან.
„როდესაც ქართველს არ დაედგომება საქართველოში, არც ოს და აფხაზ ხალხს მოესურვება დაბრუნება. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ რამდენიმე ფრონტზე ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, რუსეთთან ურთიერთობა უნდა ავაწყოთ და მთავარია, კარგი კლიმატი შევქმნათ საქართველოში“, – აღნიშნა ივანიშვილმა.