სამართალი
გენერალ დუმბაძის ცხედარს დღეს ჩამოასვენებენ

1dumbaZe-samarT-2თბილისი, 24 მაისი, საქინფორმი. მოსკოვში მოკლულ რომან დუმბაძის ცხედარს საქართველოში დღეს გადმოასვენებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბათუმში დუმბაძის ოჯახის ახლობლებმა განუცხადეს.

როგორც ცნობილი გახდა, ცხედარს დღეს მოსკოვიდან თბილისში გადმოასვენებენ, შემდეგ კი – ბათუმში.

რომან დუმბაძე მოსკოვში 21 მაისს მოკლეს. ქართველი გენერალი საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს.

შეგახსენებთ, რომან დუმბაძე სამშობლოს ღალატის ბრალდებით საქართველოში 2004 წელს დააკავეს და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2008 წელს კი, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, დუმბაძე ფოთის პორტში დატყვევებულ 12 ქართველ სამხედროზე გაიცვალა.