საზოგადოება
ალა ჯიოევა ვიცე-პრემიერად დაინიშნა

1alla-sazogadoeba-3თბილისი, 24 მაისი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც, ალა ჯიოევა მთავრობის  ვიცე-პრემიერად დაინიშნა.

სააგენტო „რესის“ ცნობით, ალა ჯიოევა ვიცე-პრემიერის პოსტზე სოციალურ სფეროს გაუწევს კურირებას.

შეგახსენებთ, რომ ჯიოევამ 2011 წლის ნოემბერში სამხრეთ ოსეთში გამართულ  საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა უზენაესმა სასამართლომ დარღვევების გამო არჩევნების შედეგები ბათილად ცნო, რასაც სახრეთ ოსეთში დაპირისპირება და ქვეყნის  პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის თანამდებობიდან გადადგომა მოჰყვა.

ამის შემდეგ სამხრეთ ოსეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა, რომელშიც ლეონიდ თიბილოვმა გაიმარჯვა.