საზოგადოება
„ბოლო ორ თვეში ჟურნალისტებზე ზეწოლის 20 ფაქტი მოხდა. ხელისუფლება უარს ამბობს ამ ფაქტების გამოძიებაზე. არ დასჯილა არცერთი მოძალადე ჩინოვნიკი... შემოგვიერთდი! ერთად დავიცვათ ჩვენი უფლებები! ერთად მოვითხოვოთ ამ საქმეების გამოძიება! იყავი სოლიდარული!“, – ნათქვამია განცხადებაში.
აქციაზე გავრცელდება საქართველოში მოქმედი მედია ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების განცხადება, რომლის ადრესატი იქნება იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტი, საერთაშორისო საზოგადოება, რომელთაც მედიის წარმომადგენლები აღნიშნულ საკითხებზე ადეკვატურ რეაგირებას სთხოვენ.