სამართალი
კონფერენცია, რომელიც საპყრობილეში უნდა გამართულიყო...

1konference-samart3თბილისი, 23 მაისი, საქინფორმი. დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“  სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA ) სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მხარდაჭერით მართავს კონფერენციას „სახელმწიფო იურიდიული დახმარება: რეალობა და გამოწვევები“.

ღონისძიებას დაესწრებიან სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადვოკატები.

კონფერენცია იურიდიული დახმარების სამსახურსა და ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით იხსნება. კონფერეციის მიზანია იურიდული დახმარების სფეროში არსებული ვითარების განხილვა, სახელმწიფო იურიდიული დამხარების სამსახურის საქმიანობის შეფასების კვლევის შედეგების პრეზენტაცია და იურიდიული დახმარების სამსახურის მხარდამჭერი სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციების წარმოდგენა.

კონფერენცია ორგანიზებულია პროექტის – „სისხლის სამართლის რეფორმების იმპლემენტაციის სტრატეგიის მონიტორინგი და ანალიზი უფასო იურიდიული დახმარების სფეროში“– ფარგლებში, რომელსაც CiDA ახორციელებს. კონფერენცია დაფინანსებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ „სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი სასამართლოსთვის“ პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SiDA) მეშვეობით.

საქინფორმი პატიმართა რაოდენობის მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილზე მყოფ ქვეყანაში ამ თემებზე კონფერენციების ჩატარებაზე კომენტარს გვერდს ვერ აუვლის, რადგან ეს მასში მონაწილე ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უწყებების  მხრიდან ფიქცია და ქულების ჩაწერაა.

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტის“ სიგრილეში ჯდომა იმ დროს, როცა პატიმრები საქართველოს საპყრობილეებში აბუჩად აგდებისა და წამების შედეგად იღუპებიან, სულ მცირე, მკრეხელობაა.