საზოგადოება
თბილისი, 23 მაისი, საქინფორმი. აღსრულების ეროვნულ ბიუროში ახალი სერვისის – „გამარტივებული წარმოება“ – პრეზენტაცია ჩატარდა.
ახალი სერვისი მხარეებს რეალურ შესაძლებლობას სთავაზობს, ვადაგასული ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებული დავა სასამართლო პროცედურების გავლის გარეშე სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით მოაგვარონ.
წარმოების ეს ფორმა თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებს განიხილავს, რომელზეც ვალის დამადასტურებელი ცხადი მტკიცებულება არსებობს.აქამდე ამ ტიპის მომსახურებას საქართველოს სასამართლოები ახორციელებდნენ.
ამიერიდან მოცემულ მომსახურებას სახეცვლილი ფორმით აღსრულების ეროვნული ბიურო განახორციელებს, საქართველოს საერთო სასამართლოები კი გამარტივებული წარმოების განხორციელებას შეწყვეტენ.
ახალი სერვისის დანერგვისას აღსრულების ეროვნული ბიურო შვედური და ფრანგული გამოცდილებებისა და საქართველოს საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებდა.