საზოგადოება
ჯავშანმანქანა – ქართული მრეწველობის აღლუმზე

1maisi26-sazogadoeba-1თბილისი, 23 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერ მანანა მანჯგალაძის განცხადებით, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად  სამხედრო აღლუმი თბილისის ნაცვლად ქუთაისში გაიმართება.

ქუთაისში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება საპარლამენტო სხდომის გამართვა პარლამენტის ნაწილობრივ აშენებულ ახალ შენობაში. სხდომათა დარბაზი და შენობის ფასადი, სავარაუდოდ, 26 მაისამდე დასრულდება, ხოლო დარჩენილი ნაწილისა და შენობის გარშემო მდებარე პარკის მშენებლობა – ოქტომბრისთვის.

დამოუკიდებლობის დღეს რუსთაველის გამზირი სამხედრო აღლუმის ნაცვლად სამრეწველო აღლუმით აღნიშნავს – გამოიფინება ქართული წარმოების პროდუქცია, მათ შორის, ქართული წარმოების ჯავშანმანქანები.