საზოგადოება
თბილისი, 23 მაისი, საქინფორმი. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით, მარჯანიშვილის მოედანი გადაიკეტება.
ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილისა და კიევის ქუჩების გავლით.შესაბამისად, მოძრაობის მიმართულებას საზოგადოებრივი ტრანსპორტიც შეიცვლის.
დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის მიღება თბილისის მერიის ცხელ ხაზზე შეუძლიათ: 272 22 22.