პოლიტიკა
შეგახსენებთ, რომ რევაზ საყევარიშვილმა „Forbes-Georgia“-ს მთავარი რედაქტორის თანამდებობა 27 მარტს პროტესტის ნიშნად დატოვა და რედაქტორობიდან წასვლის მიზეზად დამფუძნებლის მხრიდან სარედაქციო დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევა და ცენზურა დაასახელა. დამფუძნებელსა და მთავარ რედაქტორს შორის დაპირისპირების მიზეზი სწორედ ბიძინა ივანიშვილთან ჩაწერილი ინტერვიუ გახდა. „Forbes Georgia“-მ რევაზ საყევარიშვილი პლაგიატში დაადანაშაულა, თუმცა, ამის მიუხედავად, ივანიშვილთან შემოკლებული ინტერვიუ მაინც გამოაქვეყნა.
ამ ბრალდებას ხელი არ შეუშლია „Forbes“-ის რუსული გამოცემისთვის, რომ ცნობილ მილიარდერთან ინტერვიუ სწორედ საყევარიშვილისთვის შეეკვეთა.