სამართალი
„წამებისა თუ არაადამიანური მოპყრობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები ვალდებულნი არიან, მყისიერი რეაგირება მოახდინონ, აწარმოონ მიუკერძოებელი, ობიექტური და ეფექტიანი გამოძიება, გამოავლინონ და დასაჯონ დამნაშავე პირები“, – ნათქვამია განცხადებაში.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი” მოუწოდებს სათანადო სახელმწიფო უწყებებს, რეაგირების გარეშე არ დატოვონ ქსნის №15 დაწესებულებაში მომხდარი ფაქტი და აწარმოონ ეფექტიანი გამოძიება.