სამართალი
თბილისი, 21 მაისი, საქინფორმი. კონტროლის პალატამ საქველმოქმედო ფონდი „ქომაგის“ ანგარიშები დააყადაღა, მოაქცია რა ეს ორგანიზაცია მონიტორინგის ქვეშ ოპოზიციურ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ კავშირის მოტივით.
„კონსერვატიული პარტიის“ წევრმა ბიძინა გიორგობიანმა17 მაისს ფონდის ანგარიშზე 90 ათასი ევრო გადარიცხა, რომელიც, მისივე საჯარო განცხადებებით, მჭიდროდაა დაკავშირებული „ქართული ოცნების“ გეგმებთან. ეს განაცხადა კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 18 მაისს.„აღნიშნული ტრანსაქცია, ისევე, როგორც ფონდის საქმიანობა, სუბიექტებით, ფორმით, შინაარსითა და სხვა ნიშნებით პოლიტიკური ხასიათითაა ნიშანდებული და წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან პარტიათა დაფინანსების შესახებ“, – განაცხადა კონტროლის პალატამ.
კონტროლის პალატამ და უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ახალი საქველმოქმედო ფონდი, რომლის საქმიანობა მიზნად ისახავს იმ პირების სამართლებრივ, მორალურ და ფინანსურ დახმარებას, ვისაც პოლიტიკური რეპრესიები შეეხება, შესაძლო კანონდარღვევის შესახებ წინასწარ გააფრთხილეს. ფონდის ხელმძღვანელობამ უარყო „ქომაგის“ რაიმე კავშირი რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან.