პოლიტიკა
თბილისი, 21 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩიკაგოში „Young Atlanticist Summit“-ის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის „Facebook“-ის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.
მიხეილ სააკაშვილი ახალგაზრდა ატლანტიკოსთა წინაშე სიტყვით წარდგა და საქართველოში განხორციელებული ტრანსფორმაციისა და წარმატებული რეფორმების შესახებ ისაუბრა.ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება კორუფციისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს დაუთმო. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქართული რეფორმების შესასწავლად და მათ გასაზიარებლად საქართველოს სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო დელეგაციები სტუმრობენ. იგი საქართველო-რუსეთის ურთიერთობასაც შეეხო.
ახალგაზრდა ატლანტიკოსტთა სამიტს 2012 წლის ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში მსოფლიოს ახალგაზრდა ლიდერები ესწრებიან.
სამიტის მიზანია ალიანსის სამომავლო გამოწვევებისა და პრიორიტეტების განხილვა. შეხვედრისას სხვა საკითხებთან ერთად მსოფლიოს მასშტაბით პარტნიორობის გაღრმავებას ეხებიან.