საზოგადოება
თბილისი, 21 მაისი, საქინფორმი. „აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატები მონაწილეობას მიიღებენ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის კომისიის პლენარულ სხდომაში, რომელიც 21-24 მაისს ერევანში გაიმართება“, – ამის შესახებ „1news.az“-ს მილი მეჯლისის დეპუტატმა მუსა გულიევმა აცნობა. მისი თქმით, აზერბაიჯანის მხრიდან ერევანში სხდომას დაესწრებიან თვითონ მუსა გულიევი, ასეფ გაჯიევი და ჟალია ალიევა.