საზოგადოება
სომხური საზოგადოებრივი მოძრაობა „სიტყვის უფლების“ განცხადება

1armyan-eklesiaთბილისი, 21 მაისი, საქინფორმი. გუშინ საქინფორმის რედაქციაში შემოვიდა სომხური საზოგადოებრივი მოძრაობა „სიტყვის უფლების“ („ხოსკი ირავუნქ“) განცხადება გამოქვეყნების თხოვნითურთ: 

სომხური საზოგადოებრივი მოძრაობა სიტყვის უფლების განცხადება

სომხური საზოგადოებრივი მოძრაობა „სიტყვის უფლების“ წარმომადგენლები შეშფოთებული არიან იმით, რომ თბილისის ისტორიულ ნაწილში, ვერცხლის ქუჩაზე, 1701 წელს აგებული ამჟამად უმოქმედო სომხური ეკლესიის კედელი ჩამოინგრა. ნანგრევებმა გვერდით მდგომი საცხოვრებელი სახლი დააზიანა. შეგახსენებთ, რომ 2012 წლის იანვარში ნახევრად აჭედილი და ნარკომანების მიერ შებილწული სომხური ეკლესია სურბ ნშანი თბილისის ცენტრში 2002 წელს მომხდარი ე.წ. შემთხვევითი ხანძრის შემდეგ კვლავ ალმა მოიცვა.

გაერთიანება „სიტყვის უფლება“ შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, ყოველთა სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორეს საქართველოში ვიზიტის დროს, დაიდო შეთანხმებები სომხური ეკლესიების შენარჩუნებისათვის ზომების მიღების შესახებ.

გაერთიანება „სიტყვის უფლებას“ საქართველოში წარმომადგენლობა არ აქვს. შემდგომში გაერთიანების წევრები თბილისში ჩამოვლენ, რათა საკუთარი დაკვირვებები აწარმოონ ეკლესიების და სომხური ისტორიისა და კულტურის ძეგლების მდგომარეობის შესახებ.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღონ ზომები ეკლესიების აღსადგენად. ჩვენ გვჯერა, რომ ქართული მხარე დაინტერესებულია თანამშრომლობაში.

გაერთიანება ხოსკი ირავუნქ