რელიგია
„გვსურს, შევახსენოთ საზოგადოებას, რომ ინტერრელიგიური ჯგუფის სხდომაზე საქართველოს საპატრიარქომ ორჯერ დააყენა ახოსპირელის ქუჩაზე მდებარე ასეთივე სადავო ტაძრის გამაგრების საკითხი (ის 2009 წლის ბოლოს ჩამოინგრა), მაგრამ ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით სომხურმა მხარემ ამ წინადადებაზე უარი თქვა. ჩვენ ვაცხადებდით და ახლაც ვაცხადებთ, რომ ასეთი ტაძრების კონფესიური კუთვნილების დადგენამდე აუცილებელია, სახელმწიფომ სასწრაფო ზომები მიიღოს მათი დაცვისა და გადარჩენისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
2012 წლის იანვრის დასაწყისში, საახალწლო დღეებში, სურბ ნშანის ეკლესიაში ხანძარი გაჩნდა, შემდეგ კი ერთ-ერთი კოლონა ჩამოინგრა. საქართველოს საპატრიარქომ ანალოგიური განცხადება მაშინაც გააკეთა და მოუწოდა, ტაძრის კუთვნილების გარკვევამდე მის გამაგრებას შესდგომოდნენ. მეხანძრეებმა და თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა ეკლესიაში რამდენიმე დღე იმუშავეს, ხანძარი ჩააქრეს, ნაგავი გაიტანეს, ბიჯგები შეუყენეს და შენობა დატოვეს.