საზოგადოება
პარტიის ინფორმაციით, ბოლო დროის წყალდიდობებმა და ხეტყის მასიურმა გაჩანაგებამ გამოიწვია ამ ჭაბურღილის გახსნა, საიდანაც გამოჟონილი ნავთობი ერევა ჭანდარის ხევში მიმავალ წყალს. ნიადაგში გაჟონილი ნავთობი ანადგურებს როგორც ნათესებს, ისე მრავალწლიან ნარგავებს. ხევში გამდინარე დაბინძურებული წყალი სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობასაც.
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაცია მოითხოვს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ სასწრაფო რეაგირება მოახდინოს პრობლემაზე, რათა მოხდეს აღნიშნული ჭაბურღილის კონსერვაცია რაიონის ეკოლოგიური საფრთხის თავიდან ასაცილებლად.