საზოგადოება
თბილისი, 17 მაისი, საქინფორმი. ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილის მეუღლის საკუთრებაში არსებულმა ტელეკომპანია „მე-9 არხმა“, რომელმაც მაუწყებლობა ცოტა ხნის წინათ დაიწყო, 1 მლნ აშშ დოლარად რეგიონული ტელერადიოკომპანია „თრიალეთის“ 10%-იანი წილი შეიძინა.
„თრიალეთის“ აქციების 10% ბადრი ნანეტაშვილმა გაყიდა, რომელიც 15 მაისს გარიგების გამოცხადებამდე კომპანიის 30%-ის მფლობელი იყო; ტელერადიოკომპანიის 5 %-ის მესაკუთრე მისი ძმა ჯონი ნანეტაშვილია.
ყოფილმა დეპუტატმა ბადრი ნანეტაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „თრიალეთი“, რომელიც შიდა ქართლში მაუწყებლობს, „მეცხრე არხის“ საინფორმაციო გამოშვებების რეტრანსლირებას უზრუნველყოფს.