პოლიტიკა
ნიკოლაი მაკაროვი: „კავკასია 2012“ რომელიმე ქვეყანას საფრთხეს არ უქმნის“

1genshtab-rusთბილისი, 17 მაისი, საქინფორმი. სტრატეგიული სამხედრო წვრთნები „კავკასია-2012“, რომელიც 17-23 სექტემბერს არის დაგეგმილი, რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ნიკოლაი მაკაროვმა განუცხადა.

„სტრატეგიული წვრთნები „კავკასია 2012“ არცერთ ქვეყანას არ უქმნის საფრთხეს“, – აღნიშნა რუსეთის გენშტაბის უფროსმა.

მისი თქმით, გენერალური შტაბი და შეიარაღებული ძალების ნაწილები წვრთნებისთვის უკვე ემზადებიან.

„კავკასია-2012“ საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტი არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე იმართება, რაც ოფიციალური თბილისის შეშფოთებას იწვევს.

„ჩვენი არჩევნების პარალელურად, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი აპირებს სამხედრო წვრთნების განხორციელებას. ისინი ამ წვრთნებს, როგორც წესი, ზაფხულში ატარებენ, მაგრამ  წელს ცოტა დაიგვიანეს. ისინი ამას აუცილებელ წვრთნებს ეძახიან, რომელიც ჩვენი არჩევნების პერიოდს დაამთხვიეს“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 12 მაისს ბათუმში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.