პოლიტიკა
თბილისი, 17 მაისი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმს აცნობებს, ქუთაისში, ზ. ანჯაფარიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე რიონის სანაპიროსთან რამდენიმე წლის წინ გაჩენილი „კარვების ქალაქი“, სადაც ცხოვრობენ თურქეთის რესპუბლიკიდან დევნილი ქურთები, დღითიდღე იზრდება.
როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, ქურთები აგრესიით გამოირჩევიან და ხშირად საფრთხეს უქმნიან ადგილობრივ მოსახლეობას. მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო მცირეწლოვანი ბავშვების მათხოვრობაა.
პარტია „თავისუფალი საქართველო“ ამ პრობლემის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ უგულებელყოფის ფონზე მოუწოდებს საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებს, ერთად გაიაზრონ საკითხის სიმძიმე და ერთობლივი ძალისხმევით გამონახონ გამოსავალი.