პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობამ კი ივანიშვილის განცხადების შემდეგ მზადყოფნა გამოთქვა, კონსტიტუციაში ცვლილების პროექტი იმგვარად შეეცვალათ, რომ ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლებით ესარგებლა.
კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის საბოლოო ვარიანტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გახდა ცნობილი. მასში ჩაიწერება: „2014 წლის პირველ იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან ექნებათ, ასევე, პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა“.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იქნა განხილული.