სამართალი
სომხური სამოციქულო ეკლესიის ქართული ეპარქიის ხელმძღვანელმა საქართველოს პრეზიდენტს მიმართა
1eklesia-somxთბილისი, 16 მაისი, საქინფორმი. სომხური სამოციქულო ეკლესიის ქართული ეპარქიის ხელმძღვანელმა, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს წერილობით მიმართა თხოვნით – მიიღოს ზომები სომხური კულტურული ძეგლების შენარჩუნებისა და ეპარქიისთვის თბილისში მდებარე 5 ეკლესიის დაბრუნებისათვის. ეკლესიების სიაში აღნიშნულია: სურბ ნორაშენი (აიგო 1467 წელს), სურბ ნშანი (აგებულია 1703 წელს), გუმბათოვანი ეკლესია სურბ გევორქი (1356 წ.),  სურბ მინასი (1970 წ.), სურბ ასტვაცაცინი (1775 წ.), აგრეთვე, ახალციხეში (სამცხე-ჯავახეთი) მდებარე ეკლესია სურბ ნშანი, რომელიც 1862 წელს არის აგებული.