საზოგადოება
ჩინური ენის სწავლება საქართველოში

1chinuriთბილისი, 16 მაისი, საქინფორმი. საქართველოში ჩინური ენის გაძლიერებული სწავლება დაიწყება. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, აგვისტოში საქართველოში ჩინურის მასწავლებლები ჩამოვლენ და „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ პროგრამის ფარგლებში მუშაობას დაიწყებენ.

ჩინეთის საელჩოში მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. პირველ ეტაპზე პროგრამა თბილისის 10 საჯარო სკოლაში განხორციელდება.

ჩინური ენის პედაგოგები ქართულ ოჯახებში იცხოვრობენ.