სამართალი
ფილიპ დიმიტროვი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის შესახებ

1dimitrov-phთბილისი, 15 მაისი, საქინფორმი. დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“  საქართველოს მიერ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების შესახებ ანგარიშის წარდგენა გაიმართება. დოკუმენტს საქართველოში ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი წარადგენს. ანგარიში 2011 წლის მიმდინარე პროექტებს და პროგრამებს ეხება და გარკვეულ რეკომენდაციებს მოიცავს.