სამართალი
კონფერენცია „კავკასია რუსეთის გარეშე“

1kavkaz1თბილისი, 15 მაისი, საქინფორმი. სტამბულში კავკასიის თურქული დიასპორის ორგანიზებით საერთაშორისო კავკასიური კონფერენცია ჩატარდა.

კონფერენციაზე სხვადასხვა კავკასიური ეთნოსის წარმოამადგენლებმა ერთი ძირითადი პრობლემის – რუსეთის გარშემო ისაუბრეს. ყველა გამომსვლელი კავკასიელების წინააღმდეგ ჯერ საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი, რუსეთის მიერ განხორციელებულ გენოციდზე საუბრობდა.

„ეხო კავკაზას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონფერენციის მონაწილეები რუსეთის წინააღმდეგ გამოვიდნენ. დარბაზში რამდენჯერმე გაისმა შეძახილები – „დაბედებული არ გვაქვს, ვიყოთ რუსეთის კოლონია“.

ორგანიზატორების თქმით, მათი მთავარი მიზანი კავკასიის გაერთიანებაა. ერთადერთი გამოსავალი კი, რითაც მათ კავკასიიდან რუსეთის განდევნა შეუძლიათ, დამოუკიდებლობის გამოცხადებაა.

გამოცემის ინფორმაციით, ღონისძიებას ეწრებოდნენ ევროპისა და არაბული ქვეყნების კავკასიური დიასპორის წარმომადგენლები. აქვე იყვნენ ადამიანის უფლებადამცველები საქართველოდან, ევროკავშირიდან და იაპონიიდან.