საზოგადოება
თბილისი, 15 მაისი, საქინფორმი. სახელმწიფო ბიუჯეტიდან რეგიონების დასახმარებლად 5 მილიონი ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს, რომელიც სტიქიის შედეგებს მიეძღვნა.
ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები წყალდიდობით დაზარალებულ კახეთსა და მცხეთა-მთიანეთს მოხმარდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რამაზ ნიკოლაიშვილის თქმით, ზარალმა რეგიონებში 5 მილიონი ლარი შეადგინა. „ორი დღის განმავლობაში გუბერნატრებთან ერთად გავიარეთ ყველა დაზიანებული უბანი. მნიშვნელოვანი პრობლემები იყო გზებზე, წყლის სათავო ნაგებობებზე. დაზიანდა ხიდები. პირველადი გათვლებით, დაახლოებით, 5 მილიონი ლარის ზარალი მიადგა რეგიონებს. ვგულისხმობ მხოლოდ ინფრასტრუქტურას“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.