საზოგადოება
ხარაგაულის მოსახლეობას თავად უწევს ამორტიზებული ტრაქტორების შეკეთება

1traktor1თბილისი, 15 მაისი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური აცნობებს, საქართველოს ხელისუფლების მიერ პომპეზურად დაწყებული „ტრაქტორიზაციის კამპანია“ რეალურად „კარუსელია“.

„კერძოდ, ხელისუფლება სხვადასხვა რეგიონებში ერთსა და იმავე ტრაქტორებს აგზავნის“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში და აღნიშნავს, რომ უდიდესი პრობლემების წინაშე დგას ხარაგაულის რაიონის სოფლები. გაზაფხული სრულდება და ხარაგაულში პრაქტიკულად არავის აქვს მიწა დამუშავებული. მოსახლეობას თავად უწევს ამორტიზებული ტექნიკის შეკეთება, ისინი საკუთარი სახსრებით ყიდულობენ ნაწილებს ხელისუფლების მიერ სამადლოდ დატოვებული ორიოდე ტრაქტორისთვის.

„თავისუფალი საქართველო“ მოუწოდებს ხელისუფლება,ს თავი დაანებოს პიარკამპანიების წარმოებას და რეალურად იზრუნოს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. სოფლის მექანიზაციის პროექტის განხორციელებისთვის გამოყოფილი ხარჯები კოლოსალურია და უნდა მოხდეს მათი მიზნობრივად განკარგვა.

ამასთან, პარტია გეგმავს საპროტესტო კამპანიას ხელისუფლების მიერ მოტყუებული მოსახლეობის დასაცავად.