რელიგია
როგორც სამების საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას გარდაბნისა და მარტყოფის მიტროპოლიტმა იაკობმა განაცხადა, დელეგაცია საფრანგეთში ქართული კულტურის დღეებს დაესწრება.
მეუფე იაკობის თქმით, ღონისძიება ხელს უწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე ინფორმაციით, ქართული კულტურის დღეებს საქართველოს გარდა სხვა მართლმადიდებლური ქვეყნების სასულიერო დელეგაციებიც დაესწრებიან.