თბილისი, 14 მაისი, საქინფორმი. როგორც მკითხველებისთვის ცნობილია, ამა წლის 9 მაისს თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში მთიანი ყარაბაღის არმიის მიერ ქალაქ შუშის აღების 20 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო ღონისძიებასა და კონცერტთან დაკავშირებით საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტო „საქინფორმმა“ მკაცრი პროტესტი გამოთქვა ამ ღონისძიების ყველა ინიციატორის, ორგანიზატორისა და სპონსორის – „საქართველოში სომეხთა კავშირის“, ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ადმინისტრაციისა და საქართველოს ხელისუფლების ყველა იმ წარმომადგენლის მიმართ, ვინც მის გამართვაზე სანქცია გასცა.
თუმცა ამა წლის 12 მაისს „საქინფორმის“ რედაქციამ მიიღო საქართველოს სომეხთა კავშირის განცხადება, რომლის ხელმძღვანელობაც მთლიანად უარყოფს რაიმე კავშირს აღნიშნულ ღონისძიებასთან (განცხადებას ქვემოთ უცვლელად ვაქვეყნებთ):«Союз Армян Грузии выражает резкий протест провокациям и дезинформациям
К сведению «ГРУЗИНФОРМ»: Союз армян Грузии не принимал никакого участия в подготовке и проведении мероприятия 9 мая в здании грузинского ТЮЗа. Сплетник, дезинформатор и провокатор М. Татевосов, практически ничего общего не имеющий с армянской общиной Тбилиси и Грузии, вновь приехал из г. Москвы и занялся откровенной ложью без стыда и совести.
Ни я, ни депутат парламента Грузии Армен Баяндурян даже не были приглашены на это мероприятие, поэтому его содержание в деталях нам неизвестно.
А что касается «псих… доктора» Татевосова, я не удивлюсь, если завтра он назовет себя членом Всемирного космического армянского конгресса, поэтому Союз армян Грузии ведет консультации с юристами, чтобы привлечь его к уголовной ответственности за ложь, клевету и другие скрытые преступления, и вновь сел на скамью подсудимых.
Председатель Союза армян Грузии Гена Мурадян»
საქინფორმი სიხარულით აღნიშნავს, რომ საქართველოს სომეხთა კავშირის ცალკეული წევრის ღონისძიებაზე დასწრების მიუხედავად, რომლის გამართვის ფაქტიც კი ეროვნებათაშორისი აზერბაიჯანულ-სომხური კონფლიქტის გაჩაღების პროვოცირებას ახდენს, საქართველოს სომეხთა კავშირს ამასთან არავითარი კავშირი არ ჰქონია. თუმცაღა, ურჩევს საქართველოს სომეხთა კავშირის ხელმძღვანელობას, გულდასმით გაერკვეს საქართველოში სომხურ დიასპორაში შექმნილ არცთუ მარტივ სიტუაციაში და შეიტყოს – რომელმა პროვოკატორმა განათავსა ინტერნეტში ხსენებული ღონისძების ანონსი, სადაც მის ორგანიზატორთა შორის საქართველოს სომეხთა კავშირიც დასახელდა (რითაც შეცდომაში შეიყვანეს არა მარტო ქართველი ჟურნალისტები, არამედ ფართო საზოგადოებრიობაც).
ამავე დროს, „საქინფორმი“ ფრიად აღშფოთებულია საქართველოში სომხეთის საელჩოს ქმედებით, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, მთავარი ორგანიზატორი ყოფილა ღონისძიებისა, რომელსაც ესწრებოდა საელჩოს მთელი შემადგენლობა – სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩიდან დაწყებული, სამხედრო ატაშეთი დამთავრებული! ღონისძიებას დაესწრო ასევე: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ქართული ეპარქიის მეთაური, სომეხი ინტელიგენციის კავშირი თბილისში მისი ხელმძღვანელითურთ, სომხეთის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნებათაშორის საკითხებში (ამ უკანასკნელს რაც შეეხება, „საქინფორმი“ ფლობს ინფორმაცია, რომ იგი აღნიშნული ღონისძიების გამართვის წინააღმდეგი იყო).
ნუთუ სომხეთის ელჩი და მისი კოლეგები მიიჩნევენ, რომ მათი ქმედებები არის დიპლომატიური, შეეფერება დიპლომატიურ რანგს? დიახ, როგორც სომხებს და არა როგორც დიპლომატებს, რა თქმა უნდა, უფლება აქვთ, აღნიშნონ მათთვის ძვირფასი ნებისმიერი თარიღი, მაგრამ არა საქართველოს სახელმწიფო კულტურულ დაწესებულებებში, არამედ სომხურ ეროვნულ-კულტურულ ცენტრებში, როგორც ისინი ამას ხშირად აკეთებენ თბილისში: წმ. ეჩმიაძინის ეკლესიაში ავლაბარში, სურბ გევორქის ეკლესიაში მეიდანზე, სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ხოჯივანქზე, ან, უკიდურეს შემთხვევაში, გაბრიელ სუნდუკიანის სახელობის სომხურ დრამატულ თეატრში, მაგრამ არა დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში! განა აზერბაიჯანელები ხოჯალის ტრაგედიას საქართველოს სახელმწიფო კულტურულ დაწესებულებებში აღნიშნავენ?!
ნამდვილი ქართველები კი არასოდეს აღნიშნავენ დღეებს, როცა მოძმე ხალხებმა ერთმანეთის სისხლი დაღვარეს! ნაიარევზე მარილი კი არ უნდა მოაყარო, ისინი მალამოთი უნდა მოშუშდეს, – და ეს თქვენი უშუალო მოვალეობაა, ბატონო დიპლომატებო – პოლიტიკოსებო! მუშაობაა საჭირო იმისათვის, რომ სომხებმა და აზერბაიჯანელებმა კვლავ მეგობრულად იცხოვრონ, ისე, როგორც უწინ ცხოვრობდნენ, და ახლა ცხოვრობენ თბილისში, და არ აღზარდონ შვილები რევანშისტულ-მილიტარისტული სულისკვეთებით.
თუმცა „საქინფორმი“ არ გამორიცხავს, რომ ეს არაწინასწარგანზრახული ლაფსუსი იყო სოხეთის საელჩოს მუშაობაში – მისმა თანამშრომლებმა ვერ გაითვალისწინეს გამართული ღონისძიების შესაძლო ნეგატიური რეზონანსი, რაც მათ, დიპლომატებს, ორმაგად არ ეპატიებათ: გამორიცხული არ არის, სომეხ დიპლომატებს ეს ღონისძიება მოზარდ მაყურებელთა თეატრში იმიტომაც გაემართათ, რომ ის სომხეთის საელჩოდან 34 მეტრში იმყოფება და, შესაბამისად, მათთვის უფრო მოსახერხებელიც იყო...
P.S. წუხილით უნდა აღინიშნოს, რომ ბრწყინვალე პროფესიონალისა და ნამდვილი თბილისელის, ბატონ გიორგი ხოსროევის მომდევნო სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში სულ უფრო გაუუცხოვდნენ საქართველოს ატმოსფეროსა და ქართველ საზოგადოებას.
„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი