საზოგადოება
თბილისი, 14 მაისი, საქინფორმი. თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადებით, მერია დაეხმარება ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებულ პირებს.
ტელეჟურნალისტებთან საუბარში უგულავამ აღნიშნა, რომ დახმარება სხვადასხვაგვარი იქნება – პირებს, ვისაც დაქირავებული ბინა ჰქონდა, დაეხმარებიან ქირით სხვაგან დასასახლებლად, დაზიანებული ბინების პატრონებს კი მასალას მიაწვდიან. „ჩვენი ამოცანაა, პირველ რიგში მათ დავეხმაროთ, ვინც უსახლკაროდ დარჩა", - აღნიშნა უგულავამ, რომლის თქმითაც, გამგეობებმა უკვე დაიწყეს აღრიცხვა.რაც შეეხება კოლექტორების ადგილას მდებარე ბინებს, „ეს ბინები დემონტაჟს ექვემდებარება! ამ საკითხს შეისწავლიან სპეციალისტები და შესაბამის დასკვნას წარმოგვიდგენენ“, – აღნიშნა მან.
ძლიერმა წვიმებმა და ნიაღვრებმა, თბილისის გარდა, მძიმე ზარალი გამოიწვია კახეთსა და მცხეთა-მთიანეთის რაიონში.