საზოგადოება
სააკაშვილმა ღრმა მწუხარება გამოთქვა...

1sazog222თბილისი, 14 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში სტიქიის შედეგად მომხდარი უბედურების გამო, რასაც ტრაგიკული შედეგი მოჰყვა. მიხეილ სააკაშვილი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს და თანაუგრძნობს მათ ახლობლებს.

მოსული უხვი ნალექისა და მოვარდნილი ღვარცოფის შედეგად 5 ადამიანი დაუღუპა.

მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში დედაქალაქსა და აღმოსალეთ საქართველოში, სადაც სტიქია მძვინვარებდა, მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური, რათა მაქსიმალურად აცილებულიყო შესაძლო მსხვერპლი.