საარჩევნო საჭიროებათა შემფასებელი მისია საქართველოში ივნისში ჩამოვა
თბილისი, 11 მაისი,
საქინფორმი. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) საჭიროებათა შემფასებელი მისია საქართველოში 11-15 ივნისს ჩამოვა, რომლის დროსაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მისი სადამკვირვებლო საქმიანობის მასშტაბს განსაზღვრავს. ეს განაცხადა „ODIHR -ის პრესსპიკერმა თომას რაიმერმა.
აპრილის დასაწყისში საქართველომ „ODIHR“-ის და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებს ოფიციალური მოწვევები გაუგზავნა 2012 წლის ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის შეუზღუდავი რაოდენობით და რაც შეიძლება სწრაფად დამკვირვებლების გამოგზავნის თხოვნით.