რელიგია
თბილისი, 10 მაისი, საქინფორმი. უკრაინის ქალაქ ქერჩში დღეს წმინდა ნინოს ქართული ტაძარი ეკურთხება.
როგორც ჟურნალისტებს ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა, მეუფე სერაფიმემ (ჯოჯუა) განუცხადა, ამასთან დაკავშირებით საქართველოდან ქერჩში მისი ხელმძღვანელობით 15-კაციანი დელეგაცია გაემგზავრა.
მეუფემ აღნიშნა, რომ ქალაქ ქერჩში მცხოვრებმა ქართველებმა მიწა შეისყიდეს, რომელზეც ქართული დიასპორის სახლი განთავსდა; ასევე, მეორე მსოფლიო ომის დროს ქერჩში დაღუპული ქართველი მეომრების სულის მოსახსენიებლად წმიდა ნინოს მცირე ეკლესია აშენდა, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვების დღეს 9 მაისს ეკურთხა.დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენიებლად მეუფე სერაფიმემ პანაშვიდი აღავლინა. ქართულმა დელეგაციამ ქერჩში ქართველთა საძმო სასაფლაოც მოინახულა და იქ დასაფლავებულებს პატივი მიაგო. დაგეგმილია ქართულ დიასპორასთან შეხვედრა და ფაშიზმზე გამარჯვების სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობა.
ყველა ამ ღონისძიების შესახებ ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი, მეუფე სერაფიმე თბილისში დაბრუნების შემდეგ საქინფორმთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრებს.