რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „პავლოვსკი პუტინს სათანადოდ ვერ აფასებს“

1analitika-redakciaთბილისი, 11 მაისი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის ამერიკელ კოლეგა ბარაკ ობამას ამცნო, რომ 18-19 მაისს კემპ-დევიდში „დიდი რვიანის“ სამიტში მონაწილეობას ვერ მიიღებს ქვეყნის ახალი მთავრობის ფორმირების აუცილებლობასთან დაკავშირებით. მის ნაცვლად რუსეთს პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი წარადგენს, რის თაობაზეც 10 მაისს „იტარ-ტასზე“ დაყრდნობით საქინფორმი იტყობინებოდა. მაგრამ 20-წუთიანი სატელეფონო საუბრის დროს პუტინი და ობამა 18-19 ივნისს მექსიკის ქალაქ ლოს-კაბოსში „ოციანის“ სამიტზე შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

პუტინის ყოფილმა მრჩეველმა გლებ პავლოვსკიმ პუტინის უარი „G8”-ის სამიტში მონაწილეობაზე აშშ-ზე რამდენიმე მიზეზის გამო განაწყენებული რუსეთის ახალარჩეული პრეზიდენტის შურისძიებად განიხილა: სამიტზე თავის ნაცვლად პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის გაგზავნით პუტინი ცდილობს მისი მნიშვნელობის ხაზგასმას. მეორე მხრივ, გაგზავნილია უკმაყოფილების სიგნალი, სულ მცირე, ორ საკითხზერაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ჩიხში მოქცევისა და მოსკოვში პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს მიმდინარე მოვლენებზე, დიპლომატიური თვალსაზრისით, აშშ-ის შედარებით მკაცრი რეაქციის გამო. ამასთან, ობამამ მილოცვა დააგვიანა... სურვილის შემთხვევაში, ეს სიგნალი პოზიტიურადაც შეიძლება აღიქვა. ვფიქრობ, ვინც საჭიროა,ამ სიგნალს ადეკვატურად წაიკითხავს, კერძოდ, როგორც მსუბუქ გაფრთხილებას, – განაცხადა პავლოვსკიმ.

სამწუხაროდ, უნდა მოხდეს იმის კონსტატაცია, რომ მიუხედავად ვლადიმერ ვლადიმერის ძესთან მისი პირველი პრეზიდენტობის დროს მრჩევლად მუშაობისა, ბატონი პავლოვსკი, თავისი ქართველი კოლეგა „პოლიტოლოგების“ მსგავსად, დღეს აშკარად სათანადოდ ვერ აფასებს პუტინს. სხვაგვარად, როგორც მინიმუმი, მიხვდებოდა, რომ პუტინი არ მიეკუთვნება „განაწყენებულთა“ კატეგორიას, რომლებიც „მსუბუქი გაფრთხილებით“ პასუხობენ. „პუტინი ცდილობს, ხაზი გაუსვას...“, – აცხადებს პავლოვსკი, რომელსაც არ ესმის, რომ პუტინის მსგავსი ადამიანებისთვის რაღაცის ხაზგასმის მცდელობა არადამახასიათებელია – ჩვეულებრივ, ისინი პირდაპირ აცხადებენ თავისი განზრახვის შესახებ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დიდი გამოცდილების პოლიტიკოსები არიან, რაც ძალზედ დამახასიათებელია პუტინისებური ინდივიდუალური პოლიტიკური სტილისათვის. მით უფრო, მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე დღევანდელი ვითარებისა და ახალი რეალიების გათვალისწინებით, რომელთა ცხოვრებაში განხორციელებისათვის პუტინი პრეზიდენტის სავარძელში დაბრუნდა.

კეთილი, ფუჭსიტყვაობა რომ არ დამბრალდეს, მკითხველს ჩემს პროგნოზსაც მოვახსენებ: პუტინი პავლოვსკის მიერ ყველა ზემოჩამოთვლილ „წყენას“ არა „მსუბუქი გაფრთხილებით“, არამედ სერიოზული დარტყმით უპასუხებს, კერძოდ კი – ივნისის დასაწყისში თავის პირველ ოფიციალურ ვიზიტს შორეულ საზღვარგარეთში რუსეთის პრეზიდენტის რანგში . . პუტინი ჩინეთში გამართავს, სადაც შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტშიც მიიღებს მონაწილეობას (დღეს კი პუტინი სოჭს – 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის დედაქალაქს, ესტუმრა, სადაც შეხვდება ალექსანდრე ანქვაბს და ლეონიდ თიბილოვს).

„G8“-ში მონაწილეობაზე უარის ფორმალური მიზეზის შემდეგ, რის თაობაზეც პუტინი ობამას სატელეფონო საუბრისას გაენდო;

– მიუხედავად იმისა, რომ ობამას „ვლადიმერ პუტინთან არაფორმალურ ვითარებაში ურთიერთობის დიდი იმედი ჰქონდა „რვიანის“ სამიტზე (როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა);

– მიუხედავად იმისა, რომ სამიტი ჩიკაგოდან კემპ-დევიდში სწორედ პუტინის გამო გადაიტანეს, რადგან ჩიკაგოში 21 მაისს, „დიდი რვიანის“ სამიტის დასრულებისთანავე, დაგეგმილი იყო ნატოს სამიტი, რომელში მონაწილეობაზეც პუტინმა უარი განაცხადა და ობამამაც არ მოისურვა პუტინის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება (თუმცა ჩიკაგოს მერიამ „G8“-ის მომზადებაზე უკვე დახარჯა 70 მლნ დოლარი!);

და, ამავე დროს, თავად ფაქტი, რომ პუტინმა დრო გამონახა საზღვარგარეთული ვიზიტისთვის და სწორედაც რომ ჩინეთში, სერიოზული დარტყმა იქნება არა მარტო თეთრი სახლის თავმოყვარეობისთვის! ვიზიტი გულდასმით მომზადდება და აშშ-თვის ერთობდისკომფორტის შემქმნელიმნიშვნელოვანი შეთანხმებების პაკეტის ხელმოწერითა და ფარული შეთანხმებების მიღწევით დასრულდება. და ამა წლის 18-19 ივნისს მექსიკაში გამართულ “G20”-ის („დიდი ოცეულის“) სამიტზე, უკვე ახალი რეალიებიდან გამომდინარე, პუტინი ობამას ორიგინალურ წინადადებებსშესთავაზებს, რომლებზეც ეს უკანასკნელი უარის თქმას ვერ შეძლებს ანდა არ მოისურვებს...

P.S. და სხვათა შორის, ორი საათის წინ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა  განაცხადა, რომ ჩინეთი და ინდოეთი არ მიიღებენ მონაწილეობას ნატოს პარტნიორთა შეხვედრაში, რომელიც ჩრდილოატლანტიკური სამიტის ველებზე ჩიკაგოში 20-21 მაისს ჩატარდება, რაც უკვე რუსეთთან შეთანხმებულ პოლიტიკას ჰგავს.

„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი