საზოგადოება
„განახლებული საქართველოსთვის“ დევნილთა მრავალათასიანი შეკრებისთვის ემზადება

1sazogadoeba-ganaxlebuliთბილისი, 11 მაისი, საქინფორმი. როგორც პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ საქინფორმს აცნობებს, რეგიონული სამსახურის უფროსი ლაშა გვასალია და პარტიის წევრები აგრძელებენ შეხვედრებს სამეგრელოს რაიონებში დევნილებსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან.

ლაშა გვასალია შეხვდა ხობის რაიონის ახალი სოფლისა და  ხეთას მოსახლეობას და ისაუბრა 12 მაისს დაგეგმილ დევნილთა მრავალათასიან შეკრებაზე საქართველოს მასშტაბით, გაეცნო რაიონში მცხოვრები დევნილების პრობლემებსა და საჭიროებებს. დღეს დაგეგმილია შეხვედრები ხამისკურის, ბიას, ქვემო ქვალონის, ზემო ქვალონისა და ნოჯიხევის მოსახლეობასთან.

როგორც პარტიის რეგიონული სამსახურის უფროსმა აღნიშნა, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ზოგიერთი წარმომადგენლის, ძალოვანი სტრუქტურებისა და მათ მიერ მოსახლეობის მიმართ განხორციელებული დაშინების მიუხედავად, მოსახლეობა სოლიდარულია 12 მაისის აქციისადმი და ორგანიზებულად ემზადება ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე აქციაზე მისასვლელად. „12 მაისს, დევნილთა შეკრების, მათი ერთობის აღსანიშნავად, რომელიც არის ქართველების, ოსებისა და აფხაზების ერთობისა და შერიგების დღეც, ვიწვევთ ქართული ესტრადის ვარსკვლავებს. ამ დღეს მიესალმებიან ნინი შერმადინი, ბორის და სოფო ბედიები, ნინი წიკლაური, ანი სირაძე, მიშა სულუხია და სხვები, რომლებიც სიმღერით შეუერთდებიან საქართველოს გამთლიანების პროცესის დასაწყისს“, – განაცხადა ლაშა გვასალიამ. თუმცა ჯერ კიდევ პრობლემად რჩება ხმის გამაძლიერებელი აპარატურის დაქირავება და საჭირო მოწყობილობის მოპოვება დაშინებული გამქირავებლებისაგან.