პოლიტიკა
თბილისი, 11 მაისი, საქინფორმი. ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვივნენ. ისინი აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩისლავ ჩირიკბას შეხვდნენ.
ისინი საქართველოს 8 მაისს ეწვივნენ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ჟენევის მოლაპარაკებებში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელ სერგი კაპანაძეს შეხვდნენ. მანამდე კი ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდნენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეები ჟენევის მოლაპარაკებების რიგით მე-20 რაუნდზე განსახილველ საკითხებზე მსჯელობენ, რომელიც მიმდინარე წლის 8 ივნისს გაიმართება.