რედაქტორისგან
„საქინფორმი“ საქართველოს სომეხთა კავშირს მკაცრ პროტესტს უცხადებს

1ARNO11თბილისი, 10 მაისი, საქინფორმი. დღეს თბილისის სომეხთა კავშირმა „საქინფორმის“ რედაქციას გამოუგზავნა თავისი განცხადება, რომელსაც ქვემოთ უცვლელად გთავაზობთ:

«Заявление Союза армян Тбилиси

9 мая в Тбилиси, в Большом зале Театра юного зрителя имени Нодара Думбадзе прошло торжественное заседание и концерт в честь 20-летия взятия армией Нагорного Карабаха города Шуши. По имеющейся информации, юбилейное мероприятие проходило под эгидой и при спонсорской поддержке проправительственной общественной организации «Союз армян Грузии». Как и прежде, к участию в мероприятии не были приглашены активисты армянских общественных организаций, не входящие в т.н. «список Байбурта». Не получила пригласительного билета и родная сестра легендарного «Командоса» - генерала Аркадия Тер-Татевосяна Маргарита, также по причине членства в нашем Союзе. Не исключено, что прошедшее юбилейное мероприятие ознаменовало собой начало активной фазы кампании по подготовке к предстоящим в октябре выборам в Парламент Грузии. Общеизвестно, что Парламенты всех созывов постсоветского периода комплектовались исключительно депутатами-армянами, выдвиженцами одиозного САГ. Наряду с проведением своих «закрытых» мероприятий, т.н. «лидеры», злоупотребляя предоставленным им административным и финансовым рессурсом, по имеющейся у нас информации, задались целью сорвать наш проект по получению разрешения у Мэрии Тбилиси на установку 10-ти мемориальных досок в честь  Раффи, Александра Манташева, Виктора Амбарцумяна и других выдающихся тбилисцев. Также под угрозой срыва может оказаться планируемое нами общереспубликанское мероприятие, посвященное 300-летию со дня рождения великого певца дружбы народов Закавказья Арутина Саят-Новы. Этими своими провокационными действиями «лидеры» т.н. Союза трех армян и иже с ними лишь в очередной раз распишуться под выданным им бессрочным мандатом по разрушению не только армянской общины , но и всего гражданского общества Грузии.

Михаил Татевосов, Президент Союза армян Тбилиси, член Генерального комитета Всемирного армянского Конгресса, доктор психологии» 

ზემოთ გამოქვეყნებული განცხადების თავში მითითებულ აღმაშფოთებელ ფაქტთან დაკავშირებით (გამოყოფილია მსხვილი შრიფტით) საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“

1. მკაცრ პროტესტს უცხადებს საქართველოში ერთაშორისი შუღლის გაჩაღებისკენ მიმართული ღონისძიების ყველა ინიციატორს, ორგანიზატორსა და სპონსორს –„საქართველოს სომეხთა კავშირს“, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ადმინისტრაციას და საქართველოს ხელისუფლების ყველა იმ წარმომადგენელს, ვის მიერაც იყო ის სანქცირებული;

2. შეახსენებს ყველა პროვოკატორს, რომ აზერბაიჯანელები საქართველოს ისეთივე სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან, როგორც სომხები, და რომ საქართველო არ იქცევა ახალი აზერბაიჯანულ-სომხური ანდა ნებისმიერი სხვა კონფლიქტის ადგილად ერთაშორისი შუღლის საფუძველზე;

3. მოითხოვს მთავარი პროკურორისა და საქართველოს სახალხო დამცველისგან –რეაგირება მოახდინონ და დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რათა ყველა, ვინც პირდაპირ ან ირიბ კავშირშია ხსენებულ ღონისძიებასთან, სამაგალითოდ და კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს;

4. მოითხოვს საქართველოს  კულტურისა და  ძეგლთა  დაცვის მინისტრისა და ქალაქ თბილისის მერისგან – დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლოს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ვისი წყალობითაც ყველა თბილისელის სათაყვანებელი, უძველესი დიდებული ტრადიციების მქონე კულტურის კერა და ჩვენი ბავშვების აღმზრდელობითი ცენტრი – თუნდაც ერთი დღით, მაგრამ მაინც იქცა ერთაშორისი შუღლის არენად. შეგახსენებთ, რომ რუსთაველის სახელობის თბილისის აკადემიური თეატრის მთავარი რეჟისორი რობერტ სტურუა ქსენოფობად გამოცხადდა და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა მხოლოდ იმის გამო, რომ საინფორმაციო-ანალიტიკურ სააგენტო „საქინფორმთან“ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტის ეროვნულ წარმომავლობას შეეხო;

5. პასუხს მოითხოვს მმართველი პარტია „საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობისაგან და პარტიის წარმომადგენლებისაგან საქართველოს პარლამენტში, რომლებმაც ამა წლის 24 აპრილს პარლამენტის სხდომათა დარბაზში აყალმაყალითურთ  ნამდვილი სპექტაკლი მოაწყვეს – მხოლოდ იმიტომ, რომ პარლამენტარმა ჯონდი ბაღათურიამ გაბედა თავისი მოსაზრების გამოთქმა სომეხთა გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით: და რამდენად მიზანშეწონილია მრავალეროვან საქართველოში მთიანი ყარაბაღის არმიის მიერ ქალაქ შუშის აღების 20 წლისთავის აღნიშვნა, თანაც, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს – 9 მაისს?! ვის ინტერესებშია „იარებზე მარილის მოყრა“ და ასე ხაზგასმით  აზერბაიჯანელ და სომეხ ხალხებს შორის მომხდარი  ტრაგედიის შეხსენება? იმათი ხომ არა, ვინც მოძმე – აფხაზ და ოს ხალხებთან შერიგების ნაცვლად, საქართველოს შემდგომ დანაწევრებაზე ფიქრობს მეზობელი სახელმწიფოების სასარგებლოდ, და ამ მიზნით აზერბაიჯანულ-სომხური კონფლიქტის გაჩაღებას გეგმავს  საქართველოს ტერიტორიაზე?

არ გამოვა, ბატონებო! საქართველოში არასოდეს არ აღნიშნავენ შუშის, ცხინვალის ანდა სოხუმის აღებას!

„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი