პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ რეგისტრაცია გაიარა
თბილისი, 10 მაისი, საქინფორმი. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ოფიციალურად დაარეგისტრირა ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა. „იუსტიციის სამინისტროდან მივიღეთ შეტყობინება ივანიშვილის პარტიის რეგისტრაციის შესახებ“, – განაცხადა მან.
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ აპრილში დაფუძნდა. პარტიის პროგრამაში წერია, რომ მისი პოლიტიკური საქმიანობა საქართველოს ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოსვლისკენ არის მიმართული.