სამართალი
2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი იზრდება

1biujetiii1თბილისი, 8 მაისი, საქინფორმი. 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 200 მლნ 600 000 ლარით იზრდება. საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა და ის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა.

როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი განმარტავს, საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზირების საფასურიდან მიღებულმა შემოსავალმა განაპირობა.

ასევე, ევროკავშირმა გამოყო დამატებითი გრანტები სხვადასხვა სფეროში წარმატებულად გატარებული რეფორმების დასაფინანსებლად.

ხუროშვილის თქმით, გაზრდილი ბიუჯეტი მოხმარდება კახეთისა და იმერეთის რეგიონებში ინფრასტრუქტურულ პროექტებს, საჯარო სკოლების რეაბილიტაციას, ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულებას; დაფინანსდება საშემოდგომოდ რთველთან დაკავშირებული სამუშაოები; გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში იზრდება ამომრჩეველთა სიის დაზუსტების კომისიის დაფინანსება.

წარმოდგენილი პროექტის თანახმად, სულ ხარჯები 139,5 მლნ ლარით გაიზარდა.